ქუთაისიც ცენტრალურ მოედანზე არსებული კოლხური შადრევანი ისევ არ მუშაობს. ქალაქის მთავარი შადრევანი მეორე დღეა, გამორთულია.
ადგილობრივების თქმით, შადრევანი, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია, ძირითად შემთხვევაში გამორთულია.
“სირცხვილია, როდესაც ქუთაისში ჩამოსული ტურისტები გამორთულ შადრევანთან იღებენ ფოტოებს, ქოცებო, თქვენსას ვერაფერს აკეთებთ და ყოფილი ხელისუფლების გაკეთებული მაინც შეინარჩუნეთ, რა უბედურებაა სულ გამორთული რომ არის ეს შადრევანი”, – ამბობს ადგილობრივი ლილი ნემსაძე.
კომენტარები