მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“სიცრუეა, რომ ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა”

“სიცრუეა, რომ ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა”

ცესკოში აცხადებენ, რომ ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემის დავიწყებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადეს.

“რაც შეეხება ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და უბნებზე ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია”, – განაცხადეს ცესკოში.

კომენტარები