ტყიბულში, ხიდის ნაწილი მოაჯირის გარეშეა დარჩენული.
აღნიშნული ხიდი მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ არის, რის გამოც მოსწავლეების მშობლები ხელისუფლებას მოაჯირის დაუყონებლივ აღდგენას სთხოვენ.
მოსახლეობის თქმით, საფრთხის შემცველ ხიდზე მოაჯირის მონტაჟამდე ადგილობრივებმა ლენტი გაავლეს, თუმცა ისიც დაზიანდა.
“ვიდრე ვინმეს სიცოცხლეს არ იმსხვერპლებს, მანამდე არ მოგვაქცევენ ყურადღებას, სკოლასთან ასეთი ხიდი შეიძლება?”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები