სოლიდარობა უკრაინას, არა აგრესიას – ამ სლოგანით ქუთაისში, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები რუსეთის აგრესიას გააპროტესტებენ. აქცია 19:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კოლონადებთან გაიმართება.
რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
კომენტარები