მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სოფელ ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.

“ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიწის დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70%-ია დარჩენილი ამ მასისგან გასასუფთავებელი ადგილი.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მეწყერმა სოფელ ნერგეეთში 4 სახლი მოიყოლა, მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები