მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაშავებული მოქალაქე ამ დრომდე კლინიკაში რჩება

სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაშავებული მოქალაქე ამ დრომდე კლინიკაში რჩება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაშავებული მოქალაქე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ექიმების განმარტებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიის შედეგად დაშავებული ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები