მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ შუქრუთში პირი პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ ამოიკერა

სოფელ შუქრუთში პირი პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ ამოიკერა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში პირი კიდევ ერთმა ადამიანმა ამოიკერა.

სოფელ შუქრუთში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებულ უკვე ოთხს ადამიანს აქვს პირი ამოკერილი, 10-მდე ადგილობრივი კი შიმშილობს.

დაზარალებულების თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” მათი სოფლის ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც დაიბზარა სახლები, დაიმეწყრა საცხოვრებელი ტერიტორია, ცხოვრება ადგილზე გაუსაძლისი გახდა.

სოფელში მცხოვრებლები ზარალის ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო არ ჩაერთვება, კომპანიას არ ექნება შესაბამისი რეაგირება, უახლოეს დღეებში პროტესტის უკიდურეს ფორმას ქალებიც მიმართავენ.

კომენტარები