დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება და 150 ლარს შეადგენს.
პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.
“შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
კომენტარები