მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოციალური მეწარმეობის 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩის სტატუსი ქუთაისელმა ირაკლი თევზაძემ მიიღო

სოციალური მეწარმეობის 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩის სტატუსი ქუთაისელმა ირაკლი თევზაძემ მიიღო

სოციალური მეწარმეობის 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩის სტატუსი ქუთაისელმა ირაკლი თევზაძემ მიიღო.

“სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024” საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით ორბელიანების სასახლეში გამოავლინეს.

ირაკლი თევზაძე ქუთაისში მოღვაწე სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბის “თაობათა დიალოგი” (RICDOG) გენერალური მდივანია.

“ჩემთვის და ზოგადად, ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის ვისაც ესმის სოციალური მეწარმეობის კონცეფცია, მისი არსი და მნიშვნელობა, ეს სტატუსი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მხარდაჭერა გამიწია. განსაკუთრებული მადლობა ჟიურის. ძალიან მიხარია, რომ ვეხმარები ახალგაზრდებს გაიგონ სოციალური მეწარმეობის დადებითი მხარეებისა და მნიშვნელობის შესახებ და გაიაზრონ თუ როგორ შეიძლება იყვნენ ცვლილებების ინიციატორები. გაუმკლავდნენ საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით გამოწვევებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მათ მოგვარებაში”, – ამბობს ირაკლი თევზაძე.

ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. ორბელიანების სასახლეში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლობით, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ფინალური ეტაპი და საუკეთესო ელჩის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, სტუმრებს  სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანნა ლიბერგიმ, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

კომენტარები