ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე სტალინის “დადებით” თვისებებზე საუბრობს.
“ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატი სტალინის საქმიანობას ასე აფასებს – “ისე ხანდახან საჭიროა მკაცრი ხელი, ისეთი არა, მაგრამ ძალიან ცოტა მკაცრი ხელი საჭიროა”.
“მე ვაფასებ ადამიანში, შეიძლება ძალიან ცუდი იყოს, მაგრამ რაღაც ჰქონდეს კარგი, სტალინსაც ჰქონდა გარკვეული, თუნდაც კარგი მცოდნე იყო ლიტერატურის, რუსულის, ქართულის და ყველაფრის. იყო მორწმუნე, ქრისტიანი, სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. ეს თვისებები დადებითი ჰქონდა”, – აცხადებს ბეჟან წაქაძე “მთავარ არხთან”.
წაქაძეს საბჭოთა დიქტატორის ფერწერულ ტილოში 66 000 ლარი აქვს გადახდილი.
კომენტარები