მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

სამუშაოები მეთორმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში გრძელდება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 22 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებს და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

კომენტარები