მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებენ

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია “ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ამის მიზეზი ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რაზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციის, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკურია და გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შეიძლება გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი პარტიას ტოვებენ, თუმცა პარლამენტში რჩებიან.

ამასთან, მდინარაძის თქმით, პარტიის დატოვებას სხვა არავინ გეგმავს.

კომენტარები