მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტელეკომპანია “რიონი” 33 წლის გახდა

ტელეკომპანია “რიონი” 33 წლის გახდა

ტელეკომპანია “რიონი” 33 წლის გახდა. “რიონი” პირველი ქართული კომერციული ტელევიზიაა, რომელიც ჟურნალისტმა ბადრი კაპეტივაძემ დააარსა.

1989 წლის 7 მაისს მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი საკაბელო ტელევიზია, გათვლილი 5000 აბონენტზე. 1991 წლის 28 ივნისს მე-7 მეტრულ არხზე პირდაპირ ეთერში გავიდა ტელეკომპანია „რიონი“.

1995 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შპს ტელე-რადიო საზოგადოება „რიონი“.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ულოცავს “რიონის” გუნდს ტელევიზიის დაბადების დღეს. მომავალშიც ვუსურვებთ ბევრ რეიტინგულ და საავტორო გადაცემას, დამოუკიდებლობას, ობიექტურობას, ოპერატიულობას და ბევრ ექსკლუზიურ მასალას.

კომენტარები