ტელეკომპანია “რიონი” 35 წლის გახდა. “რიონი” პირველი ქართული კომერციული ტელევიზიაა, რომელიც ჟურნალისტმა ბადრი კაპეტივაძემ დააარსა.
1989 წლის 7 მაისს მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი საკაბელო ტელევიზია, გათვლილი 5000 აბონენტზე. 1991 წლის 28 ივნისს მე-7 მეტრულ არხზე პირდაპირ ეთერში გავიდა ტელეკომპანია „რიონი“.
1995 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შპს ტელე-რადიო საზოგადოება „რიონი“.
“ძვირფასო ქუთათურებო, ქუთაისის ტელევიზია, ტელეკომპანია “რიონი”, 35 წლისაა. ბედნიერებას მანიჭებს წარმატებებითა თუ პრობლემებით სავსე ეს პერიოდი. მადლობა სიყვარულისათვის. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება თქვენი თანადგომა. მწამს, რომ მაყურებელი არ მიგვატოვებს,”- წერს არხის მფლობელი და დირექტორი თამარ ღვინიანიძე.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ულოცავს “რიონის” გუნდს ტელევიზიის დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს.
კომენტარები