ტელეკომპანია “რიონი” 36 წლის გახდა. “რიონი” პირველი ქართული კომერციული ტელევიზიაა, რომელიც ჟურნალისტმა ბადრი კაპეტივაძემ დააარსა.
1989 წლის 7 მაისს მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი საკაბელო ტელევიზია, გათვლილი 5000 აბონენტზე. 1991 წლის 28 ივნისს მე-7 მეტრულ არხზე პირდაპირ ეთერში გავიდა ტელეკომპანია „რიონი“.
1995 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შპს ტელე-რადიო საზოგადოება „რიონი“.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ულოცავს “რიონის” გუნდს ტელევიზიის დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს.
კომენტარები