მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ტობანიერი – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

ტობანიერი – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

ტობანიერი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ეწერ-ტობანიერი, კუშუბაური, მიქელეფონი). მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 80 მეტრი. ვანიდან 8 კილომეტრი.

XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა წმინდა სამების ეკლესია.

1927 წელს სოფელში აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი. (შემორჩენილია 215 ცალი), უმეტესობა ტრაპეზუნტის ასპერებია, რომლებიც მოჭრილია იმპერატორების იოანე I-ის (1235-1238 წწ.), მანუელ I-ის (1238-1263 წწ.), იოანე II-ისა (1280-1297 წწ.) და ალექსი II-ის (1297 წ.) მიერ. განძის 27 მონეტა განეკუთვნება ე.წ. კირმანეულის კატეგორიას, რომლის ემისია დასავლეთ საქართველოში წარმოებდა. განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII-XIV სს. მიჯნაზე.

კომენტარები