ქუთაისის “ტორპედომ” Crystalbet ეროვნული ლიგის XXVII ტურის შეხვედრაში “კავკასიონი არენაზე” “თელავი” 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში 12-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გახსნა, რასაც 52-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ უპასუხა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 61-ე წუთზე კვლავ ნორვეგიელმა ფორვარდმა დასვა და “ტორპედოს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ქუთაისის “ტორპედო” ამ გამარჯვებით კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა ცხრილში. მათ ანგარიშზე 57 ქულაა.
რაც შეეხება ბიორნ იონსენს, მას 18 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
კომენტარები