მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტორპედომ” რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და ახალი დიზაინის მაისურები წარადგინა

“ტორპედომ” რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და ახალი დიზაინის მაისურები წარადგინა

ქუთაისის “ტორპედომ” რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და ახალი დიზაინის მაისურები წარადგინა.

იმერულ გუნდს დაუბრუნდა გიორგი ფანცულაია, რომელიც ბოლოს ყაზახეთში აკტაუ კასპიის ღირსებას იცავდა, სადაც 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

“ტორპედოში” დაბრუნდა ანრი ჭიჭინაძეც, რომელმაც ასევე 1.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, 1 წლით განახლების ვარიანტით. ის ბოლოს უზბეკურ ტურანში თამაშობდა, მანამდე იყო “დილასა” და “საბურთალოში”, ხოლო “ტორპედოში” 2015-2019 წლებში ირიცხებოდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

“ტორპედო” გაძლიერდა სერბი შემტევი ნახევარმცველით – ნიკოლა ნინკოვიჩით, რომელსაც იტალიის სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს. თავის დროზე 28 წლის სერბმა კარიერა პარტიზანში დაიწყო, მერე კი ვერონას კიევოში, ჯენოაში, ემპოლისა და ასკოლიში ითამაშა. ბოლო პერიოდში ჯერ ნოვი სადისა და შემდეგ ბორაცის რიგებში გამოდიოდა. მას ჩემპიონთა ლიგაზე 15, ხოლო ევროპალიგაზე 16 მატჩი აქვს ჩატარებული. კონტრაქტი ამ შემთხვევაშიც იგივე ხანგრძლივობისაა: 1.5-წლიანი, 1 წლით განახლების ოპციით.

ქუთაისელთა კიდევ ერთი ახალწვეული ავღანელი შემტევი ომრან ჰაიდარია, რომელიც ბოლოს პოლონური არკას ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე ლეხია გდანსკში სამი სეზონი გაატარა. ასევე უთამაშია ნიდერლანდებში, ემენისა და დორდეხტის შემადგენლობაში.

გარდა ამისა, ტორპედომ წარადგინა ახალი დიზაინის მაისურიც, რომლითაც კლუბი პირველად 13 ივლისს, კონფერენსლიგაზე ითამაშებს, სადაც სარაევოს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ახალ მაისურებზე ნიკო ფიროსმანის ნახატებია გამოსახული.

 

კომენტარები