მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“ტორპედოს” და “ტირანას” მატჩი 1:1 დასრულდა

“ტორპედოს” და “ტირანას” მატჩი 1:1 დასრულდა

ქუთაისის “ტორპედომ“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ “ტირანას” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ქუთაისელებმა “რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნეს – გიგი მჭედლიშვილის გადაცემა ალბანელთა მცველმა გლედი მიჩიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.

87-ე წუთზე კონტრშეტევაზე “ტირანას“ ნახევარმცველმა რიმალ ჰაქსიუმ ანგარიში გაათანაბრა.

„ტორპედოსა“ და „ტირანას“ საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს ტირანაში გაიმართება.

კომენტარები