მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტურისტები უწყლო შადრევანს უღებენ ფოტოებს” – ქუთაისში ცენტრალური შადრევანი ისევ გამორთულია

“ტურისტები უწყლო შადრევანს უღებენ ფოტოებს” – ქუთაისში ცენტრალური შადრევანი ისევ გამორთულია

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანი ისევ გამორთულია.

“ სირცხვილია, იწვება ყველაფერი და შადრევანი გამორთულია, ან არ მუშაობს. ტურისტები კი მიდიან და უწყლო შადრევანს უღებენ ფოტოებს”, – ამბობს ადგილობრივი მანანა დეისაძე.

კოლხური შადრევნის რეაბილიტაცია გასული წლის მაისში დასრულდა.

შადრევნის რეაბილიტაციაზე რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა.

პროექტი “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.

რეაბილიტაციის შემდეგ შადრევანი პერიოდულად გამორთულია.

კომენტარები