ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ნაგავშემკრები კონტეინერები გადავსებულია.
ნარჩენები ურნების მიმდებარედ არის მიმოფანტული, საქართველოში ჩამოსული ტურისტები კი გადავსებულ ნაგვის ურნებს ხედავენ.
“ტურისტის თვალით შევხედე იმ გზას, რომელიც მგზავრებმა აეროპორტიდან ქუთაისამდე უნდა გაიარონ და შემეშინდა. ჯერ შეხედავენ გაუცლელ და ნაგვით სავსე ურნებს, მერე აქეთ ქვიტირში დაშლილ ავტომობილებს, მოფრიალებულ პროფილაქტიკის კარებს და ავარიულ გზებს”, – აცხადებს ადგილზე მყოფი ქართველი მგზავრი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 24 სექტემბერს მემილიონე მგზავრი მიიღო. ის გერმანიის მოქალაქე პიტერ გოეთზინგერი აღმოჩნდა, რომელიც კვების მიმართულებით ბლოგერია.
კომენტარები