მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბულელმა 7 წლის ილია გოგნაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ტყიბულელმა 7 წლის ილია გოგნაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ქალაქ ქუთაისში გამართულ იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირზე ტყიბულელმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა წარმატებულად ისპარეზეს. უთანრიგო 7 წლამდე ასაკის ვაჟებში ილია გოგნაძემ I ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე თანრიგოსნებში – თამაზ ხორხომალიძემ III საპრიზო ადგილი აიღო.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად, მიმდინარეობდა, სადაც სულ 150 მონაწილე იყო ჩართული იმერეთის მასშტაბით, აქედან, ტყიბულის საჭადრაკო კლუბი 6 მოთამაშით იყო წარმოდგენილი.

ილია გოგნაძე 3-4 თვეა, რაც ჭადრაკს თამაშობს და მისი მწვრთნელი ბექა ხაჭაპურიძეა.

ილია მომავალ კვირაში ამბროლაურში დაგეგმილ საჭადრაკო ფესტივალზე მონაწილეობისათვის ემზადება, სადაც იგი 8 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებს.

რაც შეეხება მეორე პრიზიორს, თამაზ ხორხომელიძეს, იგი 4 წელია, რაც სპორტული ცენტრის ჭადრაკის განყოფილების აღსაზრდელია და მას განყოფილების ხელმძღვანელი, იუზა დოლიძე, წვრთნის. თამაზის ანგარიშზე მეოთხე თანრიგოსნებში II საპრიზო ადგილია ჩაწერილი. ამჯერად კი მან იმერეთის ტურნირი, 7-დან 5 ქულით, III საპრიზო ადგილით დაასრულა.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის სახელით დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ.

კომენტარები