ტყიბულის მერიამ სარესტორნო წარმომადგენლობით ხარჯებში 7 707 ლარი დახარჯა.
ტყიბულის სარესტორნო ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საერთო ჯამში კულტურულ-სპორტული წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.
“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.
მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.
კომენტარები