მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ციხე საცხოვრისის და სამეურნეო ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ციხე საცხოვრისის და სამეურნეო ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვასთან გიდმა ზურა ბაუჯაძემ ციხე საცხოვრისის და სამეურნეო ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინა.

გიდი აცხადებს, რომ ზედაპირზე აკრეფილი კერამიკის ნაშთები შეიცავს ანტიკურ, ელინისტურ და გვიანი საუკუნეების კერამიკას.

“სრულიად შემთხვევით ტყიბულში სოფელ ლეღვასთან ვიპოვეთ გამაგრებული ციხე საცხოვრისის და სამეურნეო ნაგებობის ნაშთები. ბორცვზე არსებული ნაგებობა საკმაოდ სქელ კედლებს შეიცავს და შთამბეჭდავია მასშტაბით. არქეოლოგიური ნაშთები შეინიშნება მიმდებარე ბორცვებზეც და მის ირგვლივაც.
დაზიანებულ კულტურულ ფენაში ჩანს ალიზის ნაგებობის ნაშთებიც.

ზედაპირზე აკრეფილი კერამიკის ნაშთები შეიცავს ანტიკურ, ელინისტურ და გვიანი საუკუნეების კერამიკას. არ ვიცი თუ აქვთ ამ ადგილის შესახებ ინფორმაცია არქეოლოგებს, მაგრამ იმედია, არ დარჩება უყურადღებოდ”, – წერს ზურა ბაუჯაძე.

კომენტარები