ტყიბულის მინდელის შახტში დაშავებული 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ხეჩინაშვილის ცენტრში აცხადებენ, მამაკაცს სხეულის 60 % დამწვარი აქვს, მათ შორის სასუნთქი გზები.
კლინიკის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, 8 დაშავებულიდან 3 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
“დღეს კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა 8 პაციენტი, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მოთავსებულები არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, 5 მათგანი იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში , მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, გარდა დამწვრობიებისა, სხვადასხვა ტრამვული დაზიანებები აქვთ” , – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
კომენტარები