მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ტყიბულში, იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI იმღერებს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

ტყიბულში, იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI იმღერებს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

ტყიბულში, იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI იმღერებს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

ჯგუფის კონცერტი ტყიბულში ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება.

ჯგუფის წევრები ოკუპირებულ ცხინვალში არიან ნამყოფი, დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს კი მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.

ჯგუფის წევრებს ორდენები კოკოითიმ ცხინვალში კონცერტის გამართვის შემდეგ გადასცა.

“ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სიმამაცე და ჩვენთან ჩამოვიდნენ და ჩვენ ყველა მადლობელი ვართ მათი”, – განაცხადა კოკოითიმ დაჯილდოების შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო ჯილდო” – მეგობრობის ორდენი იტალიის უკვე ხუთ მოქალაქეს მიენიჭა და მათ შორის არიან “Ricchi e Poveri”-ს წევრები.

2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ქვეყანამ მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

კანონი ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აძლევს. აფხაზეთში – სამეგრელოდან, ცხინვალში კი – შიდა ქართლიდან. გამონაკლისია მხოლოდ „განსაკუთრებული შემთხვევები“ – როცა ვიზიტი “ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

კანონი, ასევე, ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვას, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას, ფულად გადარიცხვებს.

მისი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.

კომენტარები