კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ის არ აგებს პასუხის იმაზე, თუ რა მოხდა გელათის სამონასტრო კომპლექსში 2021 წლის მარტამდე.
“მე მინდა ყველას შევახსენო, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომლებიც, ბევრი წელი გამოდის, რომლებიც არასამონასტრო კომპლექსს, როგორც ამას ხშირად ამბობენ და ქართულში ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სიტყვები უნდა გამოვიყენოთ ჩემი აზრით, დანიშნულებისამებრ, საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსი და გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი სამრეკლო ან ერთი ტაძარი, არამედ ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს.
2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ, შესავლის სახით, მინდა გითხრათ, რომ მე უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე”, – განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს.
კომენტარები