მთავარიახალი ამბებისლაიდი

“უბნის თავმჯდომარის დავალებით გადასატანი ყუთის სიაში “ქართული ოცნების” კოორდინატორი ჩაწერეს”

“უბნის თავმჯდომარის დავალებით გადასატანი ყუთის სიაში “ქართული ოცნების” კოორდინატორი ჩაწერეს”

ოპოზიციის მიერ ქუთაისის ვიცე-მერის პოსტზე წარდგენილი იმედა კლდიაშვილის ინფორმაციით, 116-ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის სიაში „ქართული ოცნების” კოორდინატორი უბნის თავმჯდომარის დავალებით ჩაწერეს.

“116-ე უბანზე ჩვენმა მხარდამჭერებმა გამოავლინეს, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი “ქართული ოცნების” კოორდინატორი მედიკო ქურდიანი. ამ ქალბატონთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ მას არ მოუთხოვია სიაში ჩასმა და ეს თვითნებურად გააკეთა უბნის თავმჯდომარემ.

მივმართავ ცესკო-საც და ამ უბნის თავმჯდომარესაც, სასწრაფოდ გაასწორონ სიები და ყველა ასეთი ადამიანი, რომელთა საშუალებითაც ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები, ამოიღონ.

ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნება თითოეული სია და ყველა ასეთი დარღვევა იქნება გამოვლენილი. ნუ ჩაიდენენ დანაშაულს და ხალხს მისცენ თავისუფალი არჩევნის უფლება”, – განაცხადა იმედა კლდიაშვილმა.

კომენტარები