მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უდანაშაულო ადამიანს ზურგში 3 ტყვია მოხვდა და ადგილზე დაიღუპა”, – საჩხერეში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“უდანაშაულო ადამიანს ზურგში 3 ტყვია მოხვდა და ადგილზე დაიღუპა”, – საჩხერეში მომხდარი მკვლელობის დეტალები

საჩხერეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც “ინფო იმერეთს” ადგილობრივები უყვებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც მეორე დღეს სისხლიანი გარჩევით დასრულდა.

გამოძიების ინფორმაციით, კამათიდან მეორე დღეს, 29 წლის კაცი მეზობლის სახლთან მივიდა და ავტომანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ეზოში კი ოჯახის სტუმარი კახა ლობჟანიძე იმყოფებოდა, რომელსაც სამი ტყვია მოხვდა და  გარდაიცვალა.

“ეს ბიჭი არაფერ შუაში არ იყო, სტუმრად იყო ჩასული, სამი ტყვია მოხვდა ზურგში, არტერია გადაჭრილი ჰქონდა და ადგილზევე დაიღუპა. თბილისელია კაცია და ნათესავთან იყო ჩამოსული. საჩხერეში უმძიმესი დღეებია”, – აცხადებენ ადგილობრივები.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები