მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უთხარით ყველას” – ქუთაისში ხვალ უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართება

“უთხარით ყველას” – ქუთაისში ხვალ უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 6 მარტს, 18:00 საათზე, უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სამოქალაქო სექტორი, მედიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები და ზოგადად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ისინი ცდილობენ, რომ ხვალ ჩანიშნული სოლიდარობის აქციის შესახებ, ხმა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიაწვდინონ.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართული სოლიდარობის აქციების გამო, ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მადლობა გამოუცხადა.

კომენტარები