მთავარიახალი ამბებისლაიდი

“უკანონოდ იყო დაკავებული” – სამტრედიაში ხელისუფლებამ ოპოზიციონერი 8 საათი ჩაკეტა

“უკანონოდ იყო დაკავებული” – სამტრედიაში ხელისუფლებამ ოპოზიციონერი 8 საათი ჩაკეტა

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” მმართველ პარტიას ძალადობაში ადანაშაულებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა საკანდელიძის მიმართ “ქართული ოცნების” ოფისში მორალური ძალადობა განხორციელდა, რაც მისი კანდიდატურის მოხსნას ემსახურებოდა.

“სტრატეგია აღმაშენებელი” ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

“გუშინ 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ფაქტობრივად ნიკა საკანდელიძე. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ დაეწერა განცხადება და მოეხსნა კანდიდატურა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის “ქართული ოცნება”, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები