მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება, რის შემდეგაც დავით გობეჯიშვილის ცხედარს ტყიბულში გადაასვენებენ.

ქართველი გმირი, უკრაინის დედაქალაქიდან სამხედრო პატივით გააცილეს. მისი ცხედარი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და მის ხსოვნას უკრაინელმა და ქართველმა ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს.

დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.

კომენტარები