მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპულ გუგა გაგნიძეს ზესტაფონში გადაასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ გუგა გაგნიძეს ზესტაფონში გადაასვენებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს.

ცხედრის ჩამოსვენებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები ესწრებოდნენ.

დღეს მას ზესტაფონში საკუთარ სახლში გადაასვენებენ, სამშაბათს კი დაკრძალავენ.

40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში პუტინის ომს 24 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები