უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
მას სამშაბათს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცხედარი უკრაინიდან დღეს ჩამოასვენეს. ჩამოსვენებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები ესწრებოდნენ.
40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში პუტინის ომს 24 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები