უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლს გუგა გაგნიძეს დღეს ზესტაფონში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მანამდე კი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონის ეკლესიაში გაიმართება.
40 წლის გუგა გაგნიძე უკრაიანაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში პუტინის ომს 24 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები