საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მისივე თქმით, 5 მებრძოლი დაჭრილია.
“9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა”, – წერს ოქრუაშვილი.
აქამდე უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, მათგან 3 საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს, მეოთხეს გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
კომენტარები