უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ქუთაისელი მალხაზ კვიჟინაძე რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.
“დამეღუპა ჩემი მახო, ჩემი პატრიოტი ძმა. ლისიჩანსკის მიმართულებაზე, დიდება შენ მებრძოლ სულს ძმაო, მალხაზ კვიჟინაძე, დიდება გმირებს”, – წერს მეგობარი ზაალ ლატარია.
კვიჟინაძესთან ერთად გუშინ კიდევ ერთი ქართველი ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის აგრესიას 47 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
კომენტარები