მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

უკრაინის პრემიერი – იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს

უკრაინის პრემიერი – იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს

იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერი-მინისტრი დენის შმიგალი “ტვიტერზე” ქართველი მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებით წერს.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია @GharibashviliGe გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!

თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!

#StopRussia“, – წერს შმიგალი”ტვიტერზე” ქართულ ენაზე.

თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა გადაეყვანათ, საქართველოში არ შემოუშვეს.

სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. უკრაინაში გამგზავრებას 90 მოხალისე ელოდება.

კომენტარები