მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს მიმართა, ბუჩაში ჩავიდეს

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს მიმართა, ბუჩაში ჩავიდეს

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ბუჩის ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ პარლამენტარები მიიწვია.

როგორც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

“უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა“, – განაცხადა კასიანოვმა.

უკრაინელი სამხედროების მიერ ბუჩას გათავისუფლების შემდეგ ქალაქში რუსი აგრესორებისგან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ასობით ადამიანის ცხედრები ნახეს.

 

კომენტარები