მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონეზეა”

“უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონეზეა”

ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ასევე, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ჩვენ ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ ეს ფასეულობები, რაც ასახულია ბევრ პრესტიჟულ რეიტინგში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები