მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უმძიმესი დღეა, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მე-5 კლასის მოსწავლე ანამარია ბაბუნაშვილი”

“უმძიმესი დღეა, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მე-5 კლასის მოსწავლე ანამარია ბაბუნაშვილი”

ქუთაისთან ახლოს, გეგუთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცლილი მოზარდი ანამარია ბაბუნაშვილია.

მე-5 კლასის მოსწავლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

“უმძიმესი დღეა გეგუთის N2 საჯარო სკოლისათვის. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მე-5 კლასის მოსწავლე ანამარია ბაბუნაშვილი. მძიმეა მასზე წარსულში საუბარი, ის ხომ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით, პასუხისმგებლობით და საოცარი გონიერებით.

ჩვენო ციმციმა გოგონა უფალმა გაანათლოს შენი სპეტაკი სული”, – წერია გეგუთის სკოლის გვერდზე.

კომენტარები