მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო” – დაპირისპირება პარლამენტში

“უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო” – დაპირისპირება პარლამენტში

პლენარულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენისას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას “ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვიერად მაშინ დაუპირისპირდა, როცა ბოკუჩავა ემიგრანტებს და საარჩევნო პროცესში მათ ჩართულობაზე საუბრობდა რა დროსაც მიხეილ ყაველაშვილმა მას მეგის ქარდავას თანაპარტიელი უწოდა.

“მეგის ქარდავას თანაპარტიელი  ხარ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა. რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარალელურად, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის. თაკო ჩარკვიანმა მას უზრდელი ფეხბურთელი უწოდა, რაზეც მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა – “მე ვარ უზრდელი? ვიყო უზრდელი. რაც “ნაცებმა” გირგვლიანს გაუკეთეთ, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? ბურთსაც ვურტყამდი და ამათაც. იმათ რომ ებრძოდი და ახლა მათთან ხარ, შენ მიმართ ეს პრეტენზია მაქვს. ვინც “ნაცებთან” დგას, ის ქართველი არ არის”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ყაველაშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორისაც. ყაველაშვილმა ვაშაძეს მოღალატე უწოდა – “უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო. იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ”, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს, რაზეც გიორგი ვაშაძემ განაცხადა,  რომ მის პროვოკაციას არ წამოეგებოდა.

კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება გიორგი ვაშაძესა და მამუკა მდინარაძეს შორის მოხდა.

“სტატისტიკასაც მოგცემთ, ბოლო ერთ თვეში რატომ არ გაატარეთ რეგისტრაციაში საკონსულო აღრიცხვაზე, აბა ნახეთ რამდენი წერილია მხოლოდ ჩემგან… რა გაყვირებთ ხალხო, ყვირილით, ფიქრობთ, რომ გადაფარავთ თქვენს ანტიქართულ ქმედებებს? რას ამტკიცებთ ყვირილით. ამტკიცებთ, რომ მტყუანი ხართ, რომ პასუხი არ გაქვთ ემიგრანტებზე, უმუშევარ ადამიანებზე, გაჭირვებულ ადამიანებზე… რატომ იზრდება ფასები. ყვირილი და პროვიკაცია. რატომ არის მძიმე მდგომარეობა? ყვირილი და პროვოკაცია. იპროვოკატორეთ ახლა. ყოჩაღ, დაგიფასებენ დღეს ალბათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ხედავს, აი ეს არის, ხალხო, აი ეს არის პასუხი კითხვებზე, რომელიც თქვენ გაქვთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები