ქუთაისის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა 30-ე ბაგა-ბაღს სათამაშო ინვენტარი მიუტანა.
დეპუტატმა აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და თითოეულ ჯგუფს მათი ასაკისათვის შესაბამისი სათამაშოები გადასცა.
“30-ე ბაგა-ბაღის კოლექტივის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო უქიმერიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ამირან კოპალეიშვილს ჩვენი პატარა აღსაზრდელების გახარებისთვის.
ბატონმა ამირანმა ტრადიციულად წელსაც მოგვილოცა სასწავლო სააღმზრდელო პროცესის დაწყება და თითოეულ ჯგუფს გადასცა მათი ასაკისათვის შესაბამისი სათამაშოები. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პატარებს დიდხანს გაჰყვებათ დღევანდელი დღით მიღებული დადებითი ემოცია. ჩვენ კი წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ამირანს შემდგომ საქმიანობაში, რათა შეძლოს ბევრი სასიკეთო საქმის კეთება”, – წერს სოციალურ ქსელში ბაღის ხელმძღვანელი.
კომენტარები