რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან 3 კვირა გავიდა. ამდენივე დროა, რაც სტიქიური უბედურების ზონაში ცოცხალ ძალასთან ერთად ასევე სამძებრო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც არის ჩართული.
ჩამოსული ღვარცოფული მასის დიდი ნაწილი სწორედ მძიმე ტექნიკით მომუშავე ადამიანების მიერ შემოწმდა.
აღნიშნულ პირებს, მაშველებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში უხდებათ სამუშაოს შესრულება.
“აქ ყველა შრომობს, აქ ყველა რაღაცას აკეთებს. აქ ყველას მისი ფუნქცია აქვს. შრომობენ რა თქმა უნდა, მაშველები, ცხადია სამართალდამცველები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მოხალისეები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მძიმე ტექნიკით მომუშავე ადამიანები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. უჩინარი გმირები არიან, თითქმის ყველა საქმე მათი დახმარებით სრულდება, თუმცა არსად ჩანან”, – უყვება “ინფო იმერეთს” სტიქიის ზონაში მყოფი პირი.
კომენტარები