ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სოსო გოგაშვილის მონახულებას გეგმავს.
მეუფე ანტონს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ კონკრეტული კითხვები აქვს და აინტერესებს, რის სანაცვლოდ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო.
მისი თქმით, სოსო გოგაშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებები ეჭვს ბადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლებას აშანტაჟებს.
“ვეცდები რომ მას შევხვდე და ალბათ, ავიღებ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – რატომ სოსო, შენ ხომ, მაპატიე და შეგზავნილი არ იყავი. გამაღიზიანა იმან, რომ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, მაგას ჩვენებურად შანტაჟი ქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვგებულობ, უცებ ასე როგორ აუჯანყდა, იმ სისტემას რაშიც იყო, რასაც ემსახურებოდა, ასე მგონია ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა”, – აცხადებს მეუფე ანტონ ბულუხია “რუსთავი 2”-თან.
კომენტარები