მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უწყვეტი აქციის მე-200 და შიმშილობის 29-ე დღე – პარლამენტთან შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

უწყვეტი აქციის მე-200 და შიმშილობის 29-ე დღე – პარლამენტთან შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

თბილისში, პარლამენტთან შუქრუთელების პროტესტი გრძელდება.

დღეს უწყვეტი აქციის მე-200 და შიმშილობის 29-ე დღეა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი პრობლემით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

“ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებული მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მათ თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს გადაინაცვლეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, რის გამოც შუქრუთელებს ღია ცის ქვეშ უწევთ ყოფნა.

კომენტარები