ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
დღეს, უწყვეტი აქციის 180-ე დღე და შიმშილობის მერვე დღეა.
ამ დროისთვის 5 ადგილობრივს პირი აქვს ამოკერილი.
ადგილობრივები ცენტრალური მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ.
შუქრუთის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი 11 სექტემბრიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.
შუქრუთის მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციის მოთხოვნით უწყვეტ პროტესტს მართავს. პროტესტში ჩართვის გამო შპს “მაღაროელმა” 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
კომენტარები