მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უწყლოდ ვიხოცებით, ცისკარა, გამოუშვი წყალი”- ქუთაისის ნაწილს წყალი არ აქვს

“უწყლოდ ვიხოცებით, ცისკარა, გამოუშვი წყალი”- ქუთაისის ნაწილს წყალი არ აქვს

ქუთაისში მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს – ბალახვანი, საფიჩხიის ნაწილს, ქალაქ-მუზეუმის და ე.წ. პლაშადკას დასახლებას წყალი შეფერხებით მიეწოდება.

“საფიჩხიაზე ბოლო დღეების განმავლობაში წყალი იყო რამდენიმე საათით. დავიხოცეთ ხალხი, აგვისტოში რომ წყალი სანატრელი გაგიხდება. ვინმე დაგვეხმარეთ, ცისკარა, გამოუშვი წყალი”, – ამბობენ ქუთაისში მცხოვრებლები.

ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ წყლის მიწოდების პრობლემა მაგისტრალის მილების რეცხვის გამო იყო და მოსახლეობას წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.

კომენტარები