ძლიერი წვიმის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
დაიტბორა სოფელ გვიშტიბის და გუბისწყლის დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირი.
დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელში დაზიანდა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები.
წყალმა დაფარა ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს არხების გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
კომენტარები