მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ფარცხანაყანევი – სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

ფარცხანაყანევი – სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

ფარცხანაყანევი — სოფელი იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია.

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 70 მეტრი, წყალტუბოდან 15 კილომეტრი. სოფელში გადის რკინიგზის ხაშური-სამტრედიის მონაკვეთი და სამტრედია-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალი. სოფელში მოიპოვება თიხა.

წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში ფარსმანაყანევის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ადასტურებენ, რომ იგი უძველესი დროიდანაა დასახლებული.

სოფელში მდებარეობს ძველი წელთაღრიხვის I ათასწლეულით დათარიღებული ფარცხანაყანევის სამაროვანი და აღმოჩენილია განძი. ძვ.წ. VI-II საუკუნეებში აქ კოლხებს ჰქონდათ დიდი ციხე–ქალაქი ფარსმანევი, რომელიც ძვ.წ. 64 წელს რომაელებმა აიღეს და დაანგრიეს. მისი ამჟამინდელი სახელიც ამ უძველესი სახელწოდებიდან მომდინარეობს.

კომენტარები